s2099877-main-zoom

მამაკაცის სუნამო Yves Saint Laurent Parfum 100ml

99 

აღწერა

მამაკაცის სუნამო Y Yves Saint Laurent, შთაგაგონებთ, გაბედულად მიჰყვეთ ოცნებებს. საკუთარი თავის გამოწვევით, საზღვრებისა და სტერეოტიპების გადალახვით, იპოვოთ განსაკუთრებული გზა. პირველი ნოტებიდან YSL Y იწყება ალდეჰიდების და პიტნის მძლავრი სურნელით, გაზავებული ლიმონისა და ბერგამოტის ციტრუსის აქცენტებით. თანდათან ჩნდება სალბის, გერანის და იის ფოთლის მდიდარი „მწვანე“ აკორდი, რომელიც გაძლიერებულია ვაშლითა და წვნიანი ანანასით. კომპოზიცია სრულდება კედარის და ვეტივერის ტანდემით.

მამაკაცის ივ სენ ლორანის სუნამო Ysl Y, 2017 წელს შექმნა ლეგენდარულმა პარფიუმერმა – დომინიკ როპიონმა. ეს სუნამო 2017 წლის მთავარი ტენდენციის – ლაკონურობის სიმბოლოა. ის ნამდვილი აღმოჩენაა მამაკაცებისთვის, რომლებსაც უყვართ ღრმა, მდიდარი, მაგრამ შეუმჩნეველი არომატები. როპიონისის მიზანი იყო შეექმნა სუნამო, რომელიც მამაკაცს ნებისმიერ სიტუაციაში მოერგებოდა.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს სუნამოს შეფუთვა. ფლაკონი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, თხელი ვერცხლის მოოქროვილი ზოლით, რომელიც შეიცავს ბრენდის სახელს. თავსახური დამზადებულია ცილინდრის სახით, ალმასის ფორმის ტექსტურით, სასიამოვნოა შეხებით და აადვილებს ფლაკონის გახსნას. თავად სუნამოს აქვს ცივი ლურჯი ელფერი.

Y Yves Saint Laurent-ის სურნელი ეფუძნება მუშკის, ქარვის, ვეტივერის, ნაძვის და თეთრი კედარის ექსტრაქტებს. მიუხედავად ძირითადი ექსტრაქტების ასეთი რაოდენობისა, არომატს ზედმეტი არაფერი აქვს და კარგად ხაზს უსვამს მამაკაცის სტატუსს. ეს სუნამო იდეალურია ოფიციალური საღამოებისა და ღონისძიებებისთვის.

  • არომატის მიმართულება: ფუჟერი, მერქნული
  • საწყისი ნოტები: ბერგამოტი, ჯანჯაფილი, ლიმონი, პიტნა, ალდეჰიდები
  • გულის ნოტები: ანანასი, გერანიუმი, იის ფოთოლი, სალბი, ვაშლი
  • საბაზისო ნოტები: თეთრი კედარი, ვეტივერი, საკმეველი, მუშკი, ბალზამის ნაძვი, ამბრა

Scroll to Top

ძიება საიტზე