147739357_250119859897481_1873033122446511084_n

მამაკაცის სუნამო Dolce & Gabbana King 100ml

99 

აღწერა

Dolce & Gabbana King განასახიერებს ქარიზმატული და კეთილშობილი ადამიანის სულს, რომელიც პატივს სცემს ტრადიციას, მაგრამ ღიაა სიახლეებისთვის. ხმელთაშუა ზღვის  წითელი ფორთოხლის ციტრუსის გამაგრილებელი ნოტები და სიცილიური ლიმონი გრძნობებს აღვიძებს. სუნამოს შუაგულში, ციტრუსის ნოტები ხაზგასმულია ქარვისფერი სალბის აქცენტებით, შერწყმული გერანის კაშკაშა ნოტებთან და გამომაცოცხლებელ ლავანდასთან.

წითელი წიწაკის ესენციის მოულოდნელი ნოტი K by Dolce&Gabbana-ს ინდუვიდუალიზმს ანიჭებს. შემდეგ ვლინდება კედარის სენსუალური ნოტები, რომლებსაც ავსებს ორი ელეგანტური და მამაკაცური ინგრედიენტი: მწვანე ვეტივერი და პაჩული. K by Dolce&Gabbana არის ცეცხლოვანი სურნელი ქარიზმატული მამაკაცებისთვის.

სუნამო Dolce & Gabbana King ადვილად ჯდება როგორც გაზაფხულის, ისე შემოდგომის ატმოსფეროში. ეს ყველაფერი შლეიფის წყალობით ხდება, რომელიც ცივ ამინდში გამაგრილებელ ნიავს მოგაგონებთ. ეს სუნამო ახლოს არის აღმოსავლეთის ქვეყნების საიდუმლოებასა და ესთეტიკასთან. არომატი 2019 წელს დიდ ბრიტანეთში შეიქმნა. მისი განწყობა მოგვაგონებს ლონდონის პირქუშ იდუმალ დღეებს, ქარითა და წვიმით სავსეს.

  • საწყისი ნოტები: წითელი ფორთოხალი, სიცილიური ლიმონი, ღვიის კენკრა
  • გულის ნოტები: გერანი, ლავანდა, სალბი, წიწაკა
  • საბაზისო ნოტები: ვეტივერი, კედარი, პაჩული

Scroll to Top

ძიება საიტზე